
Hi! მე ნინი კუშკა ვარ
მე ვარ CrossFit - ის მწვრთნელი,
სერთიფიცირებული სპორტული ნუტრიციის სპეციალისტი. და 10 წელზე მეტია ადამიანებს ვეხმარები შეცვალონ თავიანთი სხეული და ცხოვრების წესი უკეთესობისკენ. ბოლო ორი წელია ჩემს ეფექტურ, სასიამოვნო და სახალისო ვარჯიშებს ჩემივე სტუდიაში GymTonic-ში ვატარებ.
GymTonic - ი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სავარჯიშო სტუდია; ეს არის აქტიური საზოგადოება, სადაც ყველა ერთად ვვარჯიშობთ, ვითარდებით, ჯანსაღი ჩ ვევებს ვიყალიბებთ.
ჩემი მიზანია, ფიტნესი ვაქციო თავგადასავლად, რომელიც გეხალისებათ და გიყვართ, რადგან როცა ვარჯიშით სიამოვნბას იღებ, მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი ხდება.
ვარჯიში არ არის მხოლოდ გარეგნობა - ეს არის ფანტასტიკური შეგრძნება. ენდორფინების მოზღვავებით დაწყებული - საკუთარი თავის სიყვარულით გაგრძელებული. ფიზიკურთან ერთად ვარჯიში მენტალური გარდასახვაც არის.
როდესაც ვარჯიში ცხოვრების წესი ხდება, ის გვეხმარება უკეთესობისკენ, როგორც ფიზიკურ ისე მენტალურ გარდასახვაში.
მე აქ ვარ იმისთვის, რომ მოგცეთ ძალა გახდეთ თქვენი ყველაზე ძლიერი, ჯანმრთელი და თავდაჯერებული ვერსია.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ფიტნესისა სამყაროში!

სერთიფიკატები
CrossFit L1
CrossFit Open fittest in Georgia 2018 / 2021
ISSA Certified Elite Trainer
ISSA Certified Strength and Condition coach
ISSA Certified weight manager
Crossfit Certificate: Spot the Flaw
Certified Pro Ski Instructor
ISSA Certified personal Trainer
CrossFit Certificate: Lesson Planning
CrossFit Certificate: Scaling Course
Issa Certified sport nutritionist
Workout and Nutrition in Pregnancy
Certified coach of Postpartum athletes
Specialist in Food and health
CrossFit Certificate: Programming